მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანში, მიტარბის საბაგიროდან მგზავრების ევაკუაცია წარმატებით დასრულდა.
მიტარბის საბაგირო დღეს მოულოდნელად გაჩერდა და მგზავრები ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საბაგირომ მოძრაობა ძაბვის ვარდნის გამო შეწყვიტა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კი ყველა მგზავრის უვნებლად ჩამოყვანა შეძლეს.