მიტროპოლიტ ნიკოლოზს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს. მისი თქმით, შედარებით დაქვეითებული აქვს ყნოსვისა და გემოს შეგრძნება. როგორც ის ამბობს, PCR-ტესტი რამდენიმე დღის წინ გაიკეთა.

„ამის შემდეგ მე მომეცა საშუალება, რომ გამეკეთებინა ტომოგრამა, სისხლის ანალიზიც ავიღე, ნორმალური მაქვს, ფილტვებზე ოდნავი დაზიანება არსებობს. მე რა თქმა უნდა მაქვს საშუალება და ვსარგებლობ ამ საშუალებით, რომ საუკეთესო ექიმებთან გავდივარ კონსულტაციას, პირადად ბატონი ამირანიც საქმის კურსშია. მე ასევე პირადად ვიცნობ იმ ექიმებს, რომლებიც მკურნალობენ და მათთან გავიარე კონსულტაციები”, – ამბობს ფაჩუაშვილი ვიდეომიმართვაში.