სინოდის 11 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილებით, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველადაც დაინიშნა, – ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული.
„ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდეს მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მანვე შეითავსოს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობა”, – ვკითხულობთ განჩინებაში.
გუშინ, 11 თებერვალს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიაში მიავლინეს. ინფორმაცია, რომ ის ასევე იქნებოდა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი, განჩინების გამოქვეყნების შემდეგ დაზუსტდა.