პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ისაუბრა; ასევე – 17 მაისზე, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეზე.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბოლო დღეებში საზოგადოებამ იხილა ქალთა მიმართ ჩადენილი შემზარავი დანაშაული, რაც უნდა გვაფიქრებდეს, რის გაკეთება შეგვეძლო და ვერ შევძელით”. მან ასევე თქვა, რომ უნდა გაათმაგდეს ძალისხმევა ფემიციდისა და ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.
მან ასევე განაცხადა, რომ 17 მაისი უნდა გამოიყენოს საქართველოს ყველა მოქალზქემ იმის გასააზრებლად, რომ არ შეიძლება სიძულვილი.
„ზუსტად ერთი კვირის წინ 17 მაისი იყო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს დღე ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ კარად გააცნობიეროს, არ შეიძლება სძულდეს ადამიანები, მით უმეტეს, გამოხატავდნენ ამ სიძულვილს იმის გამო, რომ ვიღაც მათ გემოვნებას არ შეესაბამება და იმის გამო , რომ ისინი განსხვავდებიან. მით უფრო მიუღებელია, გვიწევდეს ამ განსხვავებული ადამიანების უფლებების არსებობის მტკიცება და ვანდალიზმისგან მათი დაცვის საჭიროებაზე საუბარი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.