მიუხედავად 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისა, რუსეთი უკრაინის ქალაქებს თავს დაესხა

პუბლიკა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 9 მაისამდე 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, უკრაინის ქალაქებს თავს დაესხა.

ცეცხლს ქვეშ მოექცა დონეცკის, ჩერკასის და სუმის ოლქები.

დონეცკის ოლქში რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა კონსტანტინოვკის ოლქი.

Telegram არხების ცნობით, ბომბი 9-სართულიან შენობას მოხვდა. ამ დროის ინფორმაციით, ნანგრევებიდან 1 ადამიანი გამოიყვანეს.

კერძოდ, რუსეთის ფედერაციამ ღამით დონეცკის რეგიონში კონსტანტინოვკაზე თავდასხმა განახორციელა. ადგილობრივი არხების ცნობით, 9-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.

კრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონების სამიზნე გახდა უმანის ოლქი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

დილის რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა 7 საათზე სუმის ოლქში, ბელოპოლიზე. ნანგრევებიდან ერთი ქალი ამოიყვანეს.

9 მაისს რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

3 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო პუტინის ინიციატივა 7-დან 9 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სანაცვლოდ, მას 30-დღიან ზავზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ზელენსკის ამ განცხადებას „ბუნდოვანი და ისტორიულად არასწორი უწოდა” და „მკაფიო პასუხი მოითხოვა”.