„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში შეზღუდვების მოხსნა არ არის რეკომენდებული, სანამ ინფიცირების შემცირებული მაჩვენებელი სტაბილურად, მინიმუმ, ერთი კვირის განმავლობაში არ გამოვლინდება.
„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ ამ ეტაპზე შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ გარკვეულად ერთი ინკუბაციური პერიოდი არ გავა, სულ მცირე, ერთი კვირა მაინც სტაბილურად მცირე რაოდენობა არ იქნება, არ არის რეკომენდებული ამ შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქება/მოხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს აჭარაში კორონავირუსის 196 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.