მიუნხენის კონფერენციაზე ჩვენი ხმა უკრაინელი კოლეგებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო - ზალკალიანი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნა უკრაინელი კოლეგებისთვის „უაღრესად მნიშვნელოვანი” იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერმინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას”,- აცხადებს ზალკალიანი.