მიუსაფარი ცხოველების 400-მდე მიმკედლებელი შეირჩა, რომლებსაც ურიგდებათ საკვები - მერია

პუბლიკა

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ბევრი სავაჭრო და კვების ობიექტი დაიკეტა, სადაც მიკედლებულები იყვნენ მიუსაფარი ცხოველები, გარკვეულწილად, პრობლემა შეიქმნა. მისი განცხადებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები და მოხალისეები აქტიურად ჩაერთვნენ იმ პროცესში, რომელსაც მიუსაფარი ცხოველების მოვლა და დაპურება ჰქვია.

„ძალიან მნიშვნელოვანია მერიის თანამშრომლობა კერძო სექტორთან. ამ შემთხვევაში „ზოომარტს“ გამოვყოფ, რომელმაც 5 ტონამდე საკვები გამოყო იმ მიზნით, რომ მიუსაფარი ცხოველები ყოფილიყვნენ დაპურებულები და დაახლოებით 400-მდე მიმკედლებელი შეირჩა, რომლებსაც ჩვენი თანამშრომლებიურიგებენ საკვებს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, გლდანის ახლად რეაბილიტირებულ პარკში დამატებით დაიდგა საქართველოში წარმოებული ცხოველების საკვები აპარატი, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს და რეციკლილების ფუნქცია აქვს.