მიუსაფარი ძაღლის მოკვლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

დააკავეს კაცი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ კაცი მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან ესვრის, შემდეგ გადმოდის და კიდევ რამდენჯერმე დამიზნებით ესვრის.


„დაიცავი შენი მიკედლებული“ – ამ სახელწოდებით კვირას, 18 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციაა დაგეგმილი.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით ყველა ის პირი თუ პირები, ვინც მიუსაფარ ცხოველებს სასტიკად ეპყრობა.