იმერეთის პოლიციის გამომძიებელი ზურაბ ხმელიძე „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ მან ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება. როგორც ის ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, სოლიდარობას უცხადებს „რიონის ხეობის მცველებს“.
„მე ვარ ზურაბ ხმელიძე, ვმუშაობ ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. სისტემაში ვარ უკვე 9 წელია.
მე მინდა გავაკეთო ასე პირდაპირ განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ რაც ხდება ნამოხვანში. სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების უფლება ელემენტარულად.
პოლიციის მიერ, ანუ, ჩემს მიერაც, მონაწილეობას ვიღებდი ასე რომ ვთქვათ, ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, ჰყავთ მშობლები, აქვთ სახლები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც… როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ფორმიანი ადამიანი, რომელსაც გევალება საკუთარი მოქალაქეების დაცვა და მიწის დაცვა, განზე ხარ და რეალურად ხეს უშლის.
… მომიტინგეები არ უნდა მოხვდნენ არანაირად ზღურბლს იქეთ, ამას წყვეტს რა თქმა უნდა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი. სწორედ მისი მითითებებით ხდება. მას რა თქმა უნდა მინისტრი აძლევს მითითებას, იერარქიულად ასე ხდება.
ბევრი ფიქრობს ჩემსავით, ბიჭები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში … ყველა არის ზღვარზე ასე რომ ვთქვათ. ძალიან ბევრს უნდა სისტემიდან წამოსვლა მაგრამ ვერ ბედავენ, ბევრის უკან ოჯახია, “- ამბობს ხმელიძე.
ის ამბობს, რომ სამსახურეუობრივაც რაც აბარია დატოვა სამსახურის სეიფში, პოლიციის მოწმობას კი ფოსტით გააგზავნის უწყებაში.