მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების შეწყალებას - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას“,-ამის შესახებ პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები პროგრესს იმსახურებენ.

„ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“ , – წერს ანა ფოტიგა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიის ლიდერები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მან თავისი გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მოტივით ახსნა.