მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გეგმას - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და მიესალმება ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

მისი თქმით, ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.

„ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინკიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს, “- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.


დღეს, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპილატში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ღელავს იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც მისი გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდნენ.

“ის წინააღმდეგი არაა, მაგრამ მას აქვს ერთ ტექნიკურ დეტალთან დაკავშირებული პირობა, რომლის გამოც მოითხოვა ნიკა გვარამიასთან და უკრაინის კონსულთან შეხვედრა. გამოვა ნიკა გვარამია დეტალურად ის ისაუბრებს”- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ნიკა გვარამია ამ წუთებში გლდანის საავადმყოფოში იმყოფება მიხეილ სააკაშვილთან.