„მივესალმებით ვარლამ ლიპარტელიანის პოლიტიკაში წასვლას" - ძიუდოს ფედერაცია

პუბლიკა

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ვარ;ამ ლიპარტელიანის პოლიტიკაში წასვლა მიესალმება.

ამის შესახებ მათ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნეს.

„მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დაწმუნებულები ვართ, რომ მისი ყოფნა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოს და სპორტის, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში თბილისში, პარტიის 8 დელეგატი წარადგინა. მათ შორის ყოფილი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი.