მივიღე გადაწყვეტილება, დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება - ხოშტარია

პუბლიკა

„მივიღე გადაწყვეტილება, დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არ გადავდივარ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

ხოშტარიამ თქვა, რომ რჩება ოპოზიციურ ერთობაში, რომელიც, მისი თქმით, უძლიერესი იარაღია „რეჟიმთან“ ბრძოლის საქმეში.

„არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში – ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოებას დეტაპურად გავაცნობ. ამ ეტაპზე გადავწყვიტე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც აქტივიზმი, ასევე მტკიცე, ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას “, – განაცხადა ხოშტარიამ.