„მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან" - სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. მან შიმშილობა დღე გამოაცხადა.

“ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა”.  – აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, იგი ცუდადაა არა იმიტომ, რომ ძალით არ ჭამდა, „არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც, იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია” – წერს სააკაშვილი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილს სურდა პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა ამაზე უარი განაცხადა. სამსახურის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ ტექნიკურად ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი არ იყო. მომდევნო სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს ჩაინიშნა.