მივიღეთ გადაწყვეტილება, გასაჯაროვდეს ევროკავშირის კითხვარი - დარჩიაშვილი

პუბლიკა

მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება,და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის”, – აღნიშნა მან.


11 აპრილს ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.

3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა.