ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის დღევანდელ საბჭოზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაცინაციის პროცესში ჩაერთვება კიდევ ერთი ჯგუფი – 55 წელს ზემოთ მოქალაქეები.მისივე თქმით, ეს ადამიანები პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.
„დღეს ჩვენ გვქონდა ვაქცინაციის საბჭო. ვიმსჯელეთ იმ კალენდართან მიმართებაში, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციის პროცესის წარმატებასთან დაკავშირები., საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი, კარგი აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზემოთ და ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55 წლიდან 65 წელს მოიცავდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.