TV პირველის დამფუძნებელის ვატო წერეთელის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ მუქარის წერილი მიიღო. როგორც ვატო წერეთელის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, იგივე შეტყობინება გაგზავნილია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რამდენიმე ტელევიზიის ელექტრონულ მისამართზეც.
წერილში Black Mirror-ად წოდებული უცნობი პირი 3 დღის ვადაში ანგარიშზე 500 ბიტკოინის გადარიცხვას ითხოვს.
„თქვენ მშვენივრად იცით, რაოდენ ღირებულ ინფორმაციას ვფლობთ და რა შეუძლია ამ ინფორმაციის გაჟონვას. თუ ეს წერილი უგულველყოფილი იქნება, ეს აუცილებლად მოხდება“, – წერია ვატო წერეთელის მიერ გავრცელებულ ფოტოში.
„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ფაქტის შესწავლა დაიწყო და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.