„მივიღეთ ქვეყნაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი“ - ტიკარაძე

პუბლიკა

„როგორც რუსთავში, ასევე გლდანში [სააკაშვილს] უტრადებოდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ სახეზე მივიღეთ ქვეყნაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.

„ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოშიმშილეს ვაქცევდით მაქსიმალურ ყურადღებას, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ძალიან ბევრი ჩვენი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა ის საჭირო დამატებითი ღონისძიებები, რომელიც ექიმების დანიშნულებიდან არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია.

მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით ის შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად შიმშილობის ის კასკადი რომელიც გვქონდა მიღებული ასევე შეწყდება ქვეყანაში. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ ნებისმიერ საპროტესტო აქციებს და შევძლებთ დავიწყოთ კორექტული დიალოგი“,- განაცხადა მინისტრმა.

დღეს, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპილატში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ღელავს იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც მისი გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდნენ.

“ის წინააღმდეგი არაა, მაგრამ მას აქვს ერთ ტექნიკურ დეტალთან დაკავშირებული პირობა, რომლის გამოც მოითხოვა ნიკა გვარამიასთან და უკრაინის კონსულთან შეხვედრა. გამოვა ნიკა გვარამია დეტალურად ის ისაუბრებს”- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ნიკა გვარამია ამ წუთებში გლდანის საავადმყოფოში იმყოფება მიხეილ სააკაშვილთან.