მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება - მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება.

მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები კი განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

„განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, “- ამბობს მთავრობის ადმინისტრაციაში.