მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს „თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება“.

მისი თქმით, ახლა პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების გაყოფის დრო არაა.

მან გააფრთხილა ხელსუფლება, რომ თუ მაინც ჩატარდა 20 ივნისს აქცია, ყველა ინციდენტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

„მივმართავ 20 ივნისს აქციის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა ჩემი აზრით არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის, საზოგადოების გაყოფის და გახლეჩის.

ამავდროულად ვაფრთხილებ ხელსიუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არაა, ჩატარდება თუ არა, მე შემიძლია მხოლოდ თხოვნა, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მან.