„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვაზე „მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის მმართველ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს“, ვინაიდან, მისივე თქმით, სქორედ მან შექმნა „ქურდული გაგების სპორტსმენთა ზონდერები“.
„იძულებული გავხდით რომ გაგვეგზავნა თხოვნა მსოფლიო საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისათვის, ჭიდაობის , რაგბის და ფეხბურთის დარგში, რომ შეუჩერონ ანალოგიურ ქართულ ფედერაციებს ხმის უფლება და წევრობა ამ მსოფლიო სტრუქტურებში, სანამ არ მოხდება სპორტის დეკრიმინალიზაცია, მათი გაწმენდა ქურდული გაგებისა და შავი სამყაროსაგან და სანამ სქელკუნთა და გონებაჩლუნგი მკვლელები, არ ჩამოცილდებიან პოლიტიკას, ბიზნესს, მმართველობას, მთავრობას.
ვფიქრობ, ამასთან ერთად, ჩვენ დავიწყებთ სიის შედგენას იმ სპორტსმენებისა, ვინც თავი გამოიჩინა ძალადობით , პოლიტიკაში ჩარევით, საარჩევნო პროცესებში ძალადობით, ხალხის და პოლიტიკოსების დათრგუნვით, მათი ადგილი არ შეიძლება იყოს საზოგადოებაში, მათ უნდა აეკრძალოთ შეჯიბერებებში მონაწილეობა და უნდა ჩამოერთვათ უკვე აქამდე მიღებული ჩემპიონთა ჯილდოები და წოდებები“,- განაცხადა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.