მიწის მასის ჩამოშლის გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამით მოსული ნალექის შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, სწორედ ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.