მიზეზშედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ მოკვლევა არ დასრულდება | გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პირველი სერიოზული გართულება დაფიქსირდა.

„დღეს ახალციხეში, 12:15 წუთზე აიცრა ექთანი, 27 წლის ქალბატონი, რომელიც სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს. აცრის შემდეგ პირდაპირ ეთერში მისცა ინტერვიუ ერთ-ერთი არხს და სამედიცინო პერსონალს აცრისკენ მოუწოდა. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული, თუ სხვა ტიპის რეაქცია. ექიმებთან წინასწარი საუბრით ეს უფრო ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას.

ადგილზე ჩაუტარდა დახმარება, რაც პროტოკოლით გაწერილია ანაფილაქსიური რეაქციების დროს. არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში. ამჟამად ადგილზეა კატასტროფის ბრიგადა და ხდება ევაკუაცია თბილისში. დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა რეგულირების სააგენტოს მიერ.  მიზეზშედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ მოკვლევა არ დასრულდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ამ დროისთვის აცრილია 3365 ადამიანი და სერიოზული რეაქცია ვაქციანსთან დაკავშირებული მხოლოდ 4 შემთხვევაში დაფიქსირდა.

„მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან. ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი და სერიოზული გვერდი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწრაფად, ეს გახლავთ ანფილაქსიური რეაქცია. ის ვითარდება ინექციიდან  15-30 წუთში. ზოგადად მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინაზე, რომელსაც კაცობრიობა იყენებს ბავშვებზე, ესეთი შოკი ხდება მილიონში ერთი.  ეს რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად, მძიმედ და შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, აცრამდე ექიმი ასაცრელი პირის გამოკითხვას ატარებს, სადაც უსვამს იმ კითხვებს, რომლებმაც შესაძლოა  მწვავე ალერგიულ რეაქციაზე მომატებული რისკი გამოავლინოს .

„ეს ვაქცინები უფრო რეაქტოგენულია. უფრო ხშირად იძლევა რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, თავის ტკივილით, სახსრების ტკივილით და ა.შ. ამ ტიპის გამოვლინებები არის 10%-დან 50-%-ისშემთხვევაში. ეს აქვს ყველა ვაქცინას. ანალიფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile