ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის თქმით, ის საქართველოში არსებულ სიტუაციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებას, „საქართველოს ევროპული გზის უზრუნველსაყოფად“.
„ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მხარს ვუჭერ წინადადებას, დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოხატული მუქარა მიუღებელია“, – წერს ედგარს რინკევიჩსი პლატფორმა X-ზე.