მხარს ვუჭერ, რომ სამედიცინო პერსონალში და მასწავლებლებში სავალდებულო იყოს ვაქცინაცია - გამყრელიძე

პუბლიკა

„პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ ჩემს კოლეგებში, ანუ სამედიცინო პერსონალში და ასევე პედაგოგ მასწავლებლებში იყოს სავალდებულო ვაქცინაცია“,- ამის შესახებ დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „დღის კურიერში“ განაცხადა.

„რამეთუ ჩვენ ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან და პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს მაგალითი მივცეთ სხვებს და მეორე რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.