მხარს ვუჭერთ ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებისა და ლგბტქ+ თემის მხარდაჭერის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.

ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით“, – წერს საელჩო.

დღეს, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში გაიმართება. ღირშების მარშის ჩასაშლელად მთელი ქალაქის მასშტაბით დილიდან მობილიზებულები არიან ჰომოფობიური ჯგუფები.