მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპის საბჭოში - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპულ საბჭოში სიტყვით გამოსვლას Twitter-ზე ეხმაურება.

„ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას“, – წერს ის.

უკრაინის პრეზიდენტმა 9 თებერვალს ევროპარლამენტარებისთვის სიტყვით მიმართვისას ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უკრაინის გვერდითაა და ასე იქნება, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს, რადგან ეს ევროპის გამარჯვებასაც ნიშნავს, მისი თქმით, უკრაინა ახლა თავს იცავს თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ანტიევროპული ძალისგან.