დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. მოსმენის დაწყებამდე კომიტეტის დარბაზში ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. დეპუტატი ამბობს, რომ მისი მიზანი სხდომის ჩაშლა არ არის და დარბაზში მყოფებს პოლიტპატიმრების ფოტოები უნდა დაურიგოს.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, მომხდარი ინციდენტის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით შეურაცხყოფილები მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. ნათქვამია – მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“ . ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით სწორედ ესაა“, – აღნიშნა შოთაძემ.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.