მხრის დიაფიზის მოტეხილობა - დაკავებისას დაშავებულ ირაკლი აბსანძეს ოპერაცია სჭირდება

პუბლიკა

„დიაგნოზი- მარცხენა მხრის დიაფიზის მოტეხილობა; ხვალ ოპერაცია – მარცხენა მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით”, – წერს ფეისბუქზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.

ირაკლი აბსანძე გუშინ აქციაზე დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ იგი არავითარ წინაარმდეგობას არ უწევს პოლიციას, თუმცა მიუხედავად ამისა მას ძალით სვამენ პოლიციის მანქანაში, რა დროსაც მას ხელი მოტეხეს.

ირაკლი აბსანძე, განსაკუთრებით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მძაფრად აკრიტიკებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის წევრებს.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა [საზოგადოებრივ ადგილას ლანძღვა-გინებას] და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.