საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სასამართლო პროცესისთვის ემზადება.
კითხვაზე, იქნება თუ არა თუ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მზად, რომ 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს, ექიმი ამბობს – „ვფიქრობ, იქნება“.
„დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მცირე სისუსტე. ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კვების რაციონი გაფართოებულია და თითქმის სრული მენიუთი იკვებება. მენიუ არის ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით შედგენილი. ძალის აღდგენა მიმდინარეობს. დაიწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება. ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის“,- განაცხადა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.
მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული.