შინაგან საქმეთა სამინისტროს ინორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდებით, თბილისში 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობა 12 ნოემბერს მოხდა. დეპუტატი ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ მოკლული მისი ძმის შვილის მეგობარია და თავად ბექა კვიციანსაც ეძებდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა.