ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება.
„საქართველო გზაჯვარედინზეა: საფრთხის ქვეშაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები. ყველა, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და ეროვნული ერთობის დიალოგი დაიწყონ. ყველა მათგანს ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე“, – წერს ის.
Georgia ??is at crossroads, possibilities to continue euroatlantic integration are at stake. All ruling and opposition parties must come back to negotiations and start dialogue of #NationalUnity. They all bear responsibility for the future of the country.
— Andrius Kubilius (@KubiliusA) February 18, 2021
გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დღეს კი, პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.