„როგორც ვიცით, მმართველი პარტიის მხრიდან მოხდა ორი კანონპროექტის ინიცირება, ერთი ეხება პარტიების რეგისტრაციის გაუქმებას და მეორე პარტიების დაფინანსებას. ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივები პროცესს ხელს არ უწყობს და გულწრფელად გითხრათ, შეშფოთებას იწვევს“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, კითხვებს ბადებს ისეთი კანონების ქონა და ამას სჭირდება უფრო ფართო წინდახედულება. ელჩმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რას ნიშნავს ეს საქარველოში პარტიებისთვის მომავალში.
„რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსებას ეხება, ჩვენ მოვისმინეთ წარმოდგენილი არგუმენტები იმ პარტიებისთვის დაფინასების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტში არ შედიან. ამაში გარკვეული ლოგიკა არსებობს. შეიძლება, იმაზე დავა, რომ პარტიის დაფინანსება უნდა მიიღონ იმ პარტიებმა პარლამენტში როლის შესრულებისთვის და პასუხისმგებლობის აღებისთვის, თუმცა ასევე წარმოდგენილი იყო უფრო ფართო არგუმენტი, რომელიც ფუნდამენტურ საკითხს ეხება, კერძოდ, თუ რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ ქვეყანაში.
ვფიქრობ, ეს არის კანონი, რომელიც იმსახურებს დეტალურ განხილვას. დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, ფუნდამენტურია, თუმცა მე ვერ დავინახე, რომ სწორედ ახლა არის მომენტი, როდესაც სხვადასხვა მხარეები ფოკუსირებულები არიან, რომ დასხდნენ და განიხილონ ეს საკითხი და ეს მაწუხებს“, – განაცხადა ჰარცელმა
ევროკავშირის ელჩის განცხადების თარგმანს 1tv.ge ავრცელებს.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა.
„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე პასუხად საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე სენატორი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.