მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - ჰარცელი

პუბლიკა

ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, როგორც იცით, მე დამოკიდებული ვარ დიდწილად მნიშვნელოვან აქტორებზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თვალყურის დევნებისთვის. მსურს, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგსა და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მის როლს. ეს ასევე ეხება ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროებას, მისი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებისთვის და ასევე, რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას. ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი“, – განაცხადა ელჩმა.

მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით კი, სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებაზე საუბარი კონსულტაციების შემდეგ დაიწყება. სერგეენკოს თქმით, დანიშნულია 5 კონსულტაცია, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთი ჩატარდა.