მნიშვნელოვანია, მუშაობა დავიწყოთ „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევლენ მისი უფლებების დამრღვევები - დეკანოიძე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მუშაობა უნდა დაიწყონ „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, ვინც, მისი თქმით, დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართული.

„ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მექანიზმად, რასაც მე განვიხილავ, არის საერთაშორისო ზეწოლა. მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამრღვევი ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები, მათ შორის კადრების გასაჯაროებაში, რომელიც იყო პირდაპირი ნიშნული, როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებაზე წნეხისთვის მნიშვნელოვანია პროტესტის ნებისმიერი ფორმა, ასევე საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია.