„ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შევძელით საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
„ვფიქრობ, გასული ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამასთან, ვიცით, რომ ეს დისკუსიები რთულად მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევძელით საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადამწყვეტია, რომ მომდევნო არჩევნების დროს იმაზე ნაკლები ხარვეზი ვიხილოთ, ვიდრე წინა არჩევნებზე ვნახეთ. ეს კარგი ამბავია. სხვა საკითხები რჩება მაგიდაზე. ბევრი მათგანი ჯერ გადაუწყვეტელია.
ჩვენ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია წინ წაწევა. ყველა მხარე ერთგულია დიალოგის გაგრძელების და ხვალ ვნახავთ, ჯერ კიდევ რამდენად შესაძლებელია პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს. სხვა საკითხებს რაც შეეხება, უნდა ვნახოთ, რა მოხდება. როგორც თქვენ მოისმინეთ დიალოგის მონაწილეთა კომენტარებიდან, საბოლოოდ სწორედ მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება. ეს მარტივი პროცესი არ იქნება. როგორც ვთქვი, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რათა ვნახოთ, თუ იქნება შეთანხმების შესაძლებლობა ხვალ ან ნებისმიერ სხვა დროს“ [„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თარგმანი], – განაცხადა კარლ ჰარცელმა.