მნიშვნელოვანია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება - ჰარცელი

პუბლიკა

„მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ გადაიდგა. მიხარია, რომ პროცესი მიდის გამოსწორების გზით, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი გამოსწორდა და ყველაფერი კარგადაა“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას, თუ რამდენად არის დაცული მისი ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით, რამდენად სწორად მოქმედებენ. მე დავაფიქსირებ მოსაზრებას მის სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გათვალისწინებულია როგორც საქართველოს კანონით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ბოლო განვითარებული მოქმედებები იქნება შესაძლებლობა ორივე მხარისთვის, რომ სიტუაცია განავითარონ სწორი გზით“,- განაცხადა ჰარცელმა.