„მობილურით შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე და დიდი ოდენობით თანხა საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს" - დაკავებულია 4 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც დიდი ოდენობით თანხები საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 000 ლარს გადააჭარბა”, – ნათქვამია განცხადებაში.