მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პუბლიკა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ფინალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელ ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა.

იაკობ ქაჯაიამ გუშინ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ამით ტოკიოს ოლიმპიადის მედალი გაინაღდა.

მანამდე ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი ანგარიშით 3:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქე ორ წუთში დაამარცხა.

საქართველოს ოლიმპიადაზე ჯამში უკვე 6 მედალი აქვს მოპოვებული. 4 მედალი საქართველოს ძიუდოისტებმა მოუტანეს – ორქროს მედალი ლაშა ბექაურმა, ხოლო ვერცხლს ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა. კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ.