18 დეკემბერს, ღამით აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ავტორიზაცია მიანიჭა Moderna-ს მიერ წარმოებულ ვაქცინას „გადაუდებელი და სასწრაფო მოხმარებისთვის“. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ვაქცინის ავტორიზაცია საგანგებო მოხმარებისთვის შესაძლებლობას იძლევა, რომ ის გამოყენებული იქნას 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის მთელი აშშ-ს მასშტაბით“, – წერს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია.
აშშ – ში, კორონავირუსის დღიური შემთხვევები, საერთო ჰოსპიტალიზაცია და დღიური სიკვდილიანობა კვლავ იზრდება.
18 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსის 24 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 2 794 ადამიანი.