მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას სოლიდარობას უცხადებს

პუბლიკა

„უკანონობასთან ბრძოლაში ერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ, ბალდიდან ვუერთდებით ამ ერთობას, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს!“ – მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ სოლიდარობას უცხადებს დაკავებულებს – გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას და ეხმაურება ხელისუფლების არსებულ პოლიტიკას.

„როდესაც ვხედავთ, რამდენად უსამართლოა, მანკიერი და უღირსია ამ სისტემის სხვადასხვა გამოვლინება, რომელიც ნაცვლად იმისა, საკუთარ ხალხს იცავდეს, უფრთხილდებოდეს და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ვხედავთ, როგორ გამალებით და გამეტებით ჩაგრავს, არბევს, სახლიდან აგდებს, იჭერს და სჯის ყველას, ვინც ხმას ამოიღებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ.

23 იანვარს, როდესაც ყველა სახელმწიფო ძალოვანი უწყება ჩართული იყო ბავშვიანი ოჯახის გამოსახლების პროცესში, პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ სოლიდარობა გამოუცხადა მათ და შეიკრიბა ოჯახის დასაცავად, რა დროსაც 20 ადამიანი დაიჭირეს. ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზოგიერთი დააკავეს კიდეც.

მოძრაობა “ხმის” წევრებს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას კი, სისხლის სამართლის მუხლით ედავებიან, რომელიც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს, სასამართლომ ისინი 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.