პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. „პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, პოლიციამ აქციაზე მოძრაობა „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე, ასევე, მოძრაობის კიდევ ერთი წევრი გიორგი ბუნტური და აქტივისტი ირაკლი ჯუღელი.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას ცდილობს.
პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. დღეს დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას კენჭი უნდა უყარონ.