21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” წევრებს, ნიკა ფარულავას, ბექა პაპაშვილისa და ოთარ შენგელიას 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, 2-დღიან პატიმრობა აითვლება მათი დაკავების დროიდან.
სასამართლოში აცხადებენ, რომ მოსამართლემ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე ცნო სამართალდამრღვევად. რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, ამ მიმართულებით სამართალწარმოება შეწყდა.