მოძრაობა "შეცვალეს" კიდევ ერთი წევრი, ტიტე გედენიძე დააკავეს

პუბლიკა

მოძრაობა „შეცვალეს” კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე დააკავეს. „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს, რომ დაკავებულია აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

მათვე ცნობით აქციის მონაწილე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

იქამდე, „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდებოდა, რამდენიმე საათის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ სამი წევრი დააკავეს.

პარტიის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რა დროსაც დააკავეს მონაწილეები. მათ შემთხვევაში საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებითაა დაწყებული.