მოძველებული შენობის გამო ე.წ. მატროსოვის ციხის პატიმრები რუსთავში გადაიყვანეს - პენიტენციური სამსახური

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27 მარტის ბრძანებით, დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. – ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, ვინაიდან შენობა მოძველებულია, დაწესებულება გადავიდა რუსთავში.

„ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება“, – წერია განცხადებაში.