„მაგთიკომი“ აბონენტთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „მაგთიკომის“ აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები. ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.
„მაგთიკომის აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან,რომელთა საწყისი კოდებია: 338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367 ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.
აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.