„მოღალატეს მიწოდებენ და მოღალატეებს გვიწოდებენ ამ ადამიანებს ამ კანონის გამო. საგიჟეთია და არ რცხვენიათ მართლა. შემიძლია ამ საზოგადო მოღვაწეებს პირდაპირ მივმართო. სირცხვილია, ხვალინდელი დღე ხომ დადგება?“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დეპუტატი და რუსული კანონპროექტების ერთ-ერთმა ავტორი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადო მოღვაწეების კრიტიკულ განცხადებებს აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
„წარმოიდგინეთ ამის გამო მე მოღალატეს მიწოდებენ და მოღალატეებს გვიწოდებენ ამ ადამიანებს ამ კანონის გამო. საგიჟეთია და არ რცხვენიათ მართლა. შემიძლია ამ საზოგადო მოღვაწეებს პირდაპირ მივმართო. სირცხვილია, ხვალინდელი დღე ხომ დადგება? ამის გამო შენ მე მოღალატეს მიწოდებ, ხომ აზროვნებ, ხომ გაქვს იმის საშუალება, რომ იზროვნო, ხო? რომ იძახი მე ეს კანონი აღარ მაინტერესებს. რას ნიშნავს არ გაინტერესებს, ამის გამო მე მოღალტეს მიწოდებ და ამდენ ადამიანს სტიგმატიზაციას უკეთებ“, – თქვა ყაველაშვილმა პროსახელისუფლებო და პრორუსული ტელევიზიის Postv-ის ეთერში.