მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადაიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში – უკრაინის საგარეო ქართულ მხარეს

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იმედგაცრუებულები არიან უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისა და უკრაინული მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციის ნაკლებობის გამო.

„ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში, რომელსაც ექნება საჭირო აღჭურვილობა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გაჩერება პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში წარმოშობს დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რისი არიდებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მიზნით.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში უკრაინის საელჩო განაგრძობენ სიტუაციის შეფასებას სპეციალური კონტროლის ქვეშ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.