მოგიწოდებთ, უკან გამოიხმოთ ინსპექტორის გაუქმების ინიციატივა - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისია

პუბლიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი ეხმაურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტს.

,,ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ დამოუკიდებელი ინსტიტუტის – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტზე. სამსახურს საკვანძო როლი აკისრია წამების პრევენციის და პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით. მოგიწოდებთ, უკან გამოიხმოთ აღნიშნული ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია გაეროს ოფისის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.